|
2018-03-22 13:18:03, 1466 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებაში
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გახსნა. ბელარუსის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ფორუმს ასევე ესწრება ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაელ რუსი. ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსს შორის მრავალწლიან მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით. „ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ეს დღეებია დაიწყო მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საწარმოს გახსნა შესაძლებელი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ბელარუსის დელეგაციას და ფორუმზე შეკრებილ სტუმრებს ასევე გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე ისაუბრა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და რეფორმებზე, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმაზე, მმართველობის რეფორმაზე, სივრცითი მოწყობის რეფორმაზე და სხვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ბელარუსს შორის 2017 წელს გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, რომელიც 2016 წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)