|
2015-05-19 18:00:58, 432 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელი ჯარისკაცები აჭარაში რეაბილიტაციის კურსს გადიან
20 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს სხვადსხვა სხის დაზიანება მიიღეს რეაბილიტაციის 2 კვირიან კურსს სამედიცინო კორპორაცია“ევექსის“ ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე გაივლიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედროებს უკვე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო შემოწმება. დღეიდან ისინი ისარგებლებენ სხვადსხვა სახის პროცედურებით და ფსიქოლოგის კონსულტაციით. ჯარისკაცების აჭარაში ჩამოსვლა საქართველოს შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ვიზიტის დროს გადაწყდა. აჭარაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცები გაეცნობიან რეგიონის კულტურას, დაგეგმილია ტურები. სამხედროებს აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო მასპინძლობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)