14:11 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 15:34:21, 879 ნახვა

რეგიონი
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე შუახევში

„რას ვმატებ საზოგადოებას“  - ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2018 წელს მეცამეტედ აღინიშნება, ხოლო საქართველოში მეშვიდედ.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 800 ახალშობილთან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა. გაიმართა პრეზენტაცია, რაც ემსახურებოდა მოზარდებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას, ნაჩვენები იქნა მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი.

 ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დამსწრე საზოგადოებასთან მუნიციპალიტეტის მერის მოადილე ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ.

ღონისძიების დასასრულს ,, მზის ბავშვებს“ თანადგომა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა გამოუცხადეს და ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics