13:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 17:27:27, 1334 ნახვა

კომენტარი
რატიანი: RMG GOLD-ის საქმიანობაზე აუცილებელია, როგორც კომიტეტის სხდომის ჩატარება, ასევე კომისიის შექმნა

"საყდრისის“ აფეთქებასთან და ზოგადად კომპანია  RMG GOLD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველოც“ ითხოვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარებაც მნიშვნელოვანია:

„დაახლოებით 3 კვირის წინ, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა გარემოს დაცვის  კომიტეტის სხდომა და დღეს ითქვა, რომ ეს სხდომა  გაიმართება შემდეგ კვირაში, დაახლოებით 28 მარტს და გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ აუცილებელია პარალელურად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც განიხილავს, როგორც საყდრისის ნგრევის ფაქტს, იმიტომ, რომ ეს ჯერ   კიდევ გამოუძიებელია და ასევე გარემოსადმი მიყენებულ ზიანს, ამასთან ხელისუფლების ჩართულობას ამ ყველაფერში. აუცილებელია, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარება, ასევე კომისიის შექმნა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics