08:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 19:47:07, 2204 ნახვა

სამართალი
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა

მიმდინარე წლის  წლის 16 მარტს პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა (ლოძის რეგიონი) და კონსკიეს (სვიეტოკშის რეგიონი) დამაკავშირებელ გზაზე  მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე.  მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ  სამართალდამცავ სტრუქტურებში. 
არსებული ინფორმაციით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით „ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მოძრავ  ავტობუსს დაეჯახა.  საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.  ხუთი დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  სამედიციონო დაწესებულებაში. 
აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.
 პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა   დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მუდმივ კავშირზეა მათთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებებლი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება.  საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics