|
2018-03-17 16:44:42, 1642 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს მაქსიმალური ძალისხმევისთვის
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის" ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ გუდაურში დაზარალებულების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის", - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „მედიქლაბში" განუცხადა, სადაც დავით სერგეენკოსთან ერთად გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალბატონი მოინახულა. „მოვინახულეთ შვედი ქალბატონი, ის არის კონტაქტური, არის კარგ ხასიათზე. ჩვენ ძალიან დეტალურად დავილაპარაკეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონი წუხს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, კეთდება. იგი მადლიერია მისდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის" ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გამოსწორებულიყო " - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დღეს დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა, რომლებიც მკურნალობას ღუდუშაურისა და „მედიქლაბის" კლინიკებში გადიან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან, რამდენიმე მათგანს უკვე გაწერენ კიდეც და გამგზავრების უფლებას მისცემენ. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დაზარალებულების ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენს.
(NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)