|
2018-03-17 12:25:10, 2293 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში თ.ვ.- ს სასურსათო მაღაზიის წინ, დანით თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ე.ხ.-ს და მის შვილს - ა.ხ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში შ.ვ. პნევმატური თოფის გამოყენებით თ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)