12:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:02:49, 1523 ნახვა

კომენტარი
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: კომპანია, რომელმაც მოახდინა საბაგიროს მონტაჟი ძალიან ცნობილი და ავტორიტეტულია

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით,  გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო.

როგორც ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, დღის პირველ ნახევარში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტურისტები დაშავდნენ. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპისთვის დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ექიმები მუშაობენ. ჯერჯერობით საჭიროება დაშავებულების გადაყვანის გამოკვეთილი არ არის. ველოდებით ექიმების მიერ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ ეტაპისთვის მზად ვართ მაქსიმალურად, მობილიზებული არიან რეანომობილები, რომლებიც სასწრაფოდ მოახდენენ დაშავებულების ჰოსპიტალიზირებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, მოგეხსენებათ, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო. ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები. კომპანია, რომელმაც მოახდინა საბაგიროს მონტაჟი არის ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული. ეს გერმანული კომპანიაა. საბაგიროს ყველა შემოწმება ჰქონდა გავლილი. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, ყველა დეტალი იქნება შესწავლილი", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა.

ზაუტაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგია საბაგიროზე არ გათიშულა.

”ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა, რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა, თუმცა თუ გაითიშებოდა, არ იქნებოდა მსგავსი პრობლემა შექმნილი. საბაგირო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს შესწავლა მომხდარი ფაქტის”, - განაცხადა ზაუტაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics