|
2015-05-18 19:20:03, 782 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა ადამიანთა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე დაყრდნობით და ის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით გადაამუშავა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში მოხვედრილი თითოეული აქტივობა დეტალურად არის გავლილი და შეთანხმებული პასუხისმგებელ უწყებებთან. წამებისა და არასათანადო მოპყრობის სამოქმედო გეგმის განახლება საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით ევალება. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს. სამოქმედო გეგმა ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას ეთმობა; მეორე თავში მოცემულია არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენისა და დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების საწარმოებლად აუცილებელი ღონისძიებები; მესამე თავი მსხვერპლთა დაცვის, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის საკითხებს არეგულირებს; ხოლო მეოთხე თავში ცნობიერების ასამაღლებლად საჭირო აქტივობებია გაწერილი. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, სამოქმედო გეგმა ფარავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის და საჭიროა, დროულად დაიწყოს თითოეული უწყების მიერ აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სხვადასხვა უწყებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)