12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:09:32, 1401 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დაძაბულობის შესანელებლად, თუნდაც საკუთარი იმიჯის ხარჯზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ  საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს,  რომელთაგან ერთი-არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში  გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მისი თქმით, კარგია, რომ ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდა, თუმცა სამწუხაროა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შექმნილ ვითარებაში, პრემიერის შეფასებით, პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო დღეებში  რუსეთის მისამართით მისი განცხადების ბევრი აბსურდული შეფასება მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება:

"მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცლე შეეწირა მძიმე ფაქტს. ორი ადამიანი იქნა დაპატიმრებული უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში და მივმართეთ რუსეთის დეფერაციას. მე მივმართე სპეციალური განცხადებით. დღესდღეობით სიტუაცია გვაქვს ასეთი, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის გათავისუფლებული და ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადების, რომელიც მე გავაკეთე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ - პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალრუი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენიქ ვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა იმ მანდატის აღსრუელბა, რომელცი ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების უზრუნველყოფა. ეს იყო და არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამ მიმართულებით აუცილებალდ გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. განცხადებაში მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics