|
2018-03-13 17:51:32, 1636 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: არც ერთ პოლიციელს, რომელიც დანაშაულს და სამართალდარღვევას ჩაიდენს, ხელს არ დავაფარებთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის პოლიციელის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მეზვრიშვილის თქმით, ეს შსს-ს მიდგომის ნათელი მაგალითია. კერძოდ, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, იქ, სადაც პოლიციელები დანაშაულს ჩადიან, რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს დროული და შესაბამისი იმ შემთხვევაშიც, თუ პირიქით პოლიციელის მიმართ განხორციელდება დანაშაულებრივი ქმედება. "ეს არის ძალიან კარგი მაგალითი , ესაა ზუსტად შსს-ს მიდგონა, რომ იქ, სადაც პოლიციელები დანაშაულს ჩადიან და გადაცდიმას ჩადიან, გენერალური ისპექციის მხრიდან რეაგირება არის ადეკვატური დროული, და კანონიერი.მაგრამ იქ, სადაც პოლიციელის მიმართ ჩადიან დანაშაულს და სამართალდარაღვევას, იქაც რეაგირება უნდა იყოს დროული, ადეკვატური და სანქცია უნდა იყოს ქმედების შესაბამისი. ამ ბალანსის დაცვაზეა საუბარი. მანამდე მსგავსი შემთხვევების შესახებ მედიისთვის ხშირად არ იყო ცნობილი.ეს არის ჩვენს მიერ გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ არც ერთ პოლიციელს, რომელიც დანაშაულს და სამართალდარღვევას ჩაიდენს, ხელს არ დავაფარებთ.ეს ფაქტები ამის დასტურია.ასეთ ფაქტებს სააშკარაოზე გამოვიტანთ იმისთვის, რონ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს სამომავლოდ პოლიციაში",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)