|
2018-03-13 15:43:56, 1607 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: შესაძლებელია მოიძებნოს კიდევ უფრო სამართლიანი და სწორი მიმართულება პარტიათა დაფინანსებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სწორი აქცენტები გააკეთა. მისი თქმით, შესაძლებელია მოიძებნოს კიდევ უფრო სამართლიანი და სწორი მიმართულება პარტიათა დაფინანსებისთვის: "სწორი აქცენტები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც ეს განცხადება გააკეთა. კიბატონო, შესაძლებელია კანონმდებლობა დაექვემდებაროს გადახედვას და მოიძებნოს კიდევ უფრო სამართლიანი და სწორი მიმართულება პარტიათა დაფინანსებისთვის",-განაცხადა მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი გადასახედია. არსებული მონაცემებით, 20 კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან. ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში, ამდენი რაოდენობის კვალიფიციური პარტია საქართველოში არ არსებობს. კობახიძე აღნიშნავს,რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალური პარტიები უნდა იღებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)