|
2018-03-13 15:26:12, 1664 ნახვა
კომენტარი
„ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციების მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლაა“
მცდელობები, რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დესტაბილიზაცია მოხდეს რეგიონში, წარმატებას ვერ მოიპოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა. „დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციები და ისტერიები ამიტომ არ წყდება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე ცდილობს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა. მისივე თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინოს, სადაც ადამიანების უფლებები ილახება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)