|
2018-03-13 15:15:22, 1364 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შესაცვლელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არსებული წესი უნდა შეიცვალოს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არაკონკურენტუნარიანი და უთანასწორო გარემო, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესის თვალსაზრისითაა შექმნილი, გამოსასწორებელია: "აუცილებლად იმიტომ, რომ შეგიძლიათ ნახოთ სახელისუფლებო პარტიების დაფინანსების წყაროები წინა არჩევნების პერიოდში.ძირითადად მათ აფინანსებენ ის კერძო ფირმები, რომლებიც იგებენ სახელმწიფო კონტრაქტებს.ეს არის ნათელი მაგალითი ინტერესთა კონფლიქტის. ის, რომ ქვეყანაში შექმნილია სისტემა, რომელიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სახელისუფლებო პარტიას, არაერთხელ ითქვა.უნდა გამოსწორეს სრულიად არაკონკურენტუნარიანი და უთანასწორო გარემო, რომელიც ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით",-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი გადასახედია. არსებული მონაცემებით, 20 კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან. ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში, ამდენი რაოდენობის კვალიფიციური პარტია საქართველოში არ არსებობს. კობახიძე აღნიშნავს,რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალური პარტიები უნდა იღებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)