|
2018-03-13 13:28:48, 1596 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: „სითი პარკი“ ვალდებულებებს არ ასრულებდა - 30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილები მოუწესრიგებელია
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ "სითი პარკმა" შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მერია აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს. მანვე დასძნა, რომ მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება. "კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, რომელიც არის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება. ასევე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილების მოწყობა - რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილები არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მერიას არ დაეკისრება პირგასამტეხლო ამის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებდით ხელშეკრულების პიროებების შესაბამისად. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მოჰყვეს სასამართლო დავა. კომპანიამ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივად ჩვენ მყარი პოზიციები გვაქვს და ჩვენი გადაწყვეტილებების გვჯერა", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)