|
2018-03-13 13:22:11, 1369 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: არავინ ელოდა რუსეთისგან ორი ხელის აწევას და აღიარებას, რომ თვითონ არ ახორციელებს ეფექტურ მექანიზმს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი რთული ვითარების დასაძლევად მოლაპარაკებების პოლიტიკას უჭერს მხარს. როგორც ვილსკიმ პრემიერის რუსეთის ხელისუფლების მისამართით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ჟენევის ფორმატის დონის ამაღლებაზე და პირდაპირ დიალოგზეა საუბარი, პირველ რიგში უსაფრთხოების თემას ეხება. "აბსოლუტურად განსხვავებულია საზოგადოებაში მოსაზრბები,რასაც ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი მარგინალი პოლიტიკოსი ამბობს.საქართველოს პოზიციაა ასეთი და საქართველო მყარად დგას მოლაპარაკების მხარეს.მოლაპარაკების პოლიტიკა არის მთავარი წარმმართველი, რასაც ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ.თუკი ჟენევის ფორმატის დონის ამაღლებაზეა საუბარი, თუკი პირდაპირ დიალოგზეა საუბარი, ეს უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების თემას ეხება.ეს უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ ვითარებას, როდესაც აგრესია ჭარბობს მოლაპარაკების სურვილს.აქედან გამომდინარეობს პრემიერის განცხადების შინაარსი.არავინ ელოდა რუსეთისგან ორი ხელის ზემოთ აწევას და იმის აღიარებას, რომ თვითონ არ ახორციელებს ეფექტურ მექანიზმს. არც არავინ ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების გარეშე რამე მოგვარდეს.აქ არის ძალიან პრაგმატული მიდგომა და ნებისმიერი დაპირისპირება ამ მიდგომასთან, არის პოლიტიკური უზნეობა",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)