|
2018-03-12 18:37:08, 1636 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ოპოზიციას შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით
„ჩვენ შევთავაზეთ ვერსია, რომელიც არის როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. კონსულტაციაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით იმსჯელეს. „დღეს დეტალებისგან და კონკრეტიკისგან ჯობია თავი შევიკავოთ, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მათ შორის, სიასთან დაკავშირებული ვერსია და ჩანაწერი. შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და ორი დღის შემდეგ, უნდა გვითხრან პასუხი ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თუ პასუხისმგებლობის დონე არის იმ ხარისხის, რომ ჩვენ მართლაც უნდა შევჯერდეთ ერთიან, ძლიერ რეზოლუციაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, მათ სიცოცხლესთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს-განსაკუთრებით, ამ საკითხებზე ჩვენ უნდა შევჯერდეთ და საერთო რეზოლუცია უნდა მივიღოთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, კონსულტაციაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა. „პრინციპული წინააღმდეგობა, შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა, მაგრამ არის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული წინადადებები და ფრაზები, რასაც ასევე, მნიშვნელობა აქვს, იმდენად მნიშვნელოვან დოკუმენტთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მათ პასუხს უნდა დაველოდოთ ამაზე",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)