|
2018-03-12 15:26:29, 2164 ნახვა
კომენტარი
მეუფე შიო - ჩვენი ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს დროში მოხდება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა, რომელიც წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფება. „ვართ ძალიან შეშფოთებულები რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედარის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს და ეს რა თქმაუნდა ტრაგედიაა. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ვლოცულობთ, რომ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ ეტაპზე ვფლობთ ინფორმაციას, რომ უახლოეს დროში მოხდება ცხედრის გადმოსვენება“,- განაცხადა მეუფე შიომ. მეუფე შიოს განცხადებით, სასულიერო პირებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა, სანუგეშო სიტყვები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)