|
2018-03-12 14:20:19, 1989 ნახვა
კომენტარი
კელი: ტატუნაშვილთან დაკავშირებით ორპარტიულ რეზოლუციას უფრო მეტი ძალა ექნება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია ორპარტიული იქნება, მას მეტი ძალა ექნება. როგორც კელიმ აღნიშნა, რეზოლუცია პასუხისმგებლობის საკითხისკენ უნდა იყოს მიმართული. ”პირველი - ეს არის ჰუმანიტარული. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახს არ დაუბრუნეს ცხედარი და მათ ვერ მოახერხეს დაეკრძალათ ისე, როგორც წესი და რიგია. მე ნამდვილად არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მეორე - ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, რომ დადგეს სამართალი, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებების, რასაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, არსებობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა იყო ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოების და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და შესაბამისად, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე. რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება ნებისმიერ ძალისხმევაში", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)