|
2018-03-12 12:39:05, 1406 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი ფუჭი გასროლასავით არ უნდა იყოს
არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი ფუჭი გასროლასავით არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლების მხარეს არსებობს თანხმობა, თუმცა რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. "ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლა. უნდა იყოს საქმიანი. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სანქციებთან სანქციების ნაწილთან დაკავშირებით არის ბევრი სპეკულაცია. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)