|
2018-03-11 15:47:32, 2620 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ახალი შს მინისტრი: გერმანია კრიმინალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს
გერმანია კრიმინალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს. ამის შესახებ გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, მინისტრმა თავშესაფრის მინიჭებისა და თანმიმდევრული დეპორტაციის პროცედურების დაჩქარების გენერალური გეგმის შესახებ ისაუბრა. ზეეჰოფერის თქმით, ის აღნიშნული გეგმის განხორციელებას თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნისთანავე შეუდგება. „თანამდებობის დაკავების შემდეგ მე შევკრებ შს სამინისტროს თანამშრომლებს, რათა შევიმუშაოთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების დაჩქარებული განხილვისა და შემდგომი გაძევების სტრატეგია. დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ჩვენ განსაკუთრებით მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ დამნაშავეებსა და პოტენციურ ტერორისტებთან მიმართებაში“,- აღნიშნა ჰორსტ ზეეჰოფერმა. მინისტრმა თავშესაფრის მინიჭებისა და თანმიმდევრული დეპორტაციის პროცედურების დაჩქარების გენერალური გეგმის შესახებაც ილაპარაკა. "ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის რაოდენობა ქართველების მხრიდან გაზრდილია და ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. საქართველოს მთავრობამ ეს იცის და აკეთებს ყველაფერს, რათა უფრო არ გაიზარდოს ეს მოთხოვნა. ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. სხვა ქვეყნებთან და კომისიაშიც ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე იმ შემთხვევაში, თუ ვითარება ასე გაგრძელდა", - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა. ამავე დროს, გერმანიის ახალმა შს მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიას სურს დარჩეს კოსმოპოლიტურ და ლიბერალურ ქვეყნად. „თუმცა როდესაც საქმე მოქალაქების დაცვას ეხება, საჭიროა ძლიერი სახელმწიფო. მე ამაზე ვიზრუნებ“, – განაცხადა ზეეჰოფერმა. 14 მარტს გერმანიის ბუნდესტაგი ახალ კანცლერს აირჩევს. ამავე დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტი ფიცს დადებს და მთავრობა მოვალეობის შერსულებას ოფიციალურად შეუდგება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)