|
2018-03-08 17:42:18, 1654 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპა უფრო მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას
ბრიუსელში საქართველოს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განცხადებები გააკეთეს. როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ ევროპული ფორმატის ფარგლებში. „ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა ბრიუსელში ჩამოსვლა, რათა განვიხილოთ ჩვენი მომავალი, საერთო გეგმები და ღირებულებები, რომლის მეშვეობითაც წლების განმავლობაში ვცდილობთ უკეთესი ევროპის, უკეთესი სამყაროს აშენებას და აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით თქვენგან, ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს - ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისი და უვიზო მიმოსვლის ფორმატში. რეალურად, ამ გზაზე ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას. ევროპა გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაკავშირებს არაერთი საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატი, რომლებიც მჯერა, რომ მომავალში უფრო განვითარდება და გაფართოვდება. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება განმეხილა ჩემი მთავრობის აქტიური ჩართულობა ყველა იმ საკითხში, რომელიც დაყენებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იქნება ეს უვიზო გადაადგილება, თუ სხვა საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას ევროპული ფორმატის შესაბამისად. კერძოდ, უვიზო მიმოსვლის ფორმატში საქართველოს მთავრობამ უკიდურესად აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიჭირა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რათა ეს თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო ეფექტიანი, ფუნქციური და ხანგრძლივი. მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის მწუხარება და ტკივილი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით; სამხედროსი, რომელიც იცავდა გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას,იბრძოდა უფრო მდგრადი და დაცული კაცობრიობისთვის. ის მოკლეს, მისი ცხედარი კი, ამ დრომდე არ გადმოუციათ. ასევე ტყვეობაში არიან საქართველოს სხვა მოქალაქეები. მე მოვედი აქ, რათა ჩემს მეგობრებს გავუზიარო ეს მწუხარება და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, სიმართლის გარკვევაში დახმარებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის ნუგეშის მიცემისთვის. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ვრცელი დღის წესრიგი. დღეს განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მაშ შორის: ეკონომიკის სფერო, განათლება, პოლიტიკური პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩემი ერი, სხვა თავისუფალ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს- საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელი, რომელიც 1918 წელს დაარსდა. ჩვენ, როგორც ერი, გაერთიანებული ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის გარშემო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუზიარებთ ამ განწყობას ჩვენს მეგობრებს და ვიმედოვნებ, თქვენც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული ევროპული პროცესის შექმნა საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)