19:21 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 13:05:26, 2311 ნახვა

მსოფლიო
ალაბამის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა

ალაბამის შტატში, ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 17 წლის მოსწავლე გოგონა დაიღუპა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

Abcnews-ის ცნობით,  პირველადი ვერსიით, სკოლის მოსწავლე მეგობრებთან ცეცხლსასროლი იარაღით თამაშობდა, რა დროსაც შემთხვევით გასროლა მოახდინა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს, სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრაზე სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება და დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანა შესთავაზა.

6 მარტს, ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics