19:21 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:50:13, 2263 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ტრამპმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს დონალდ ტრამპს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პუტინმა ახალ დოკუმენტურ ფილმში „მსოფლიო წესრიგი 2018“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც პურინმა აღიშნა, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპა  მასზე კარგი შთაბეჭდილება დატობა. მანვე დასძინა, რომ რესპუბლიკელ პრეზიდენტთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

„არანაირი იმედგაცრუება არ არის და არც შეიძლება იყოს. სუფთა ადამიანური თალსაზრისით ტრამპმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, ის კეთილგონიერი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ეპატაჟურია და ესეც მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარეობს, როდესაც საქმეებზე ვსაუბრობდით, ის დეტალებს ეძიებოდა. ის გისმენს, მასთან მოლაპარაკება, რაღაც კომპრომისების გამონახვა შესაძლებელია. იმედგაცრუებული ვარ არა პარტნიორით, არამედ სისტემით. ამერიკული სისტემა არაეფექტურია, ხოლო ასეთ სისტემასთან ურთიერქმედება რთულია, რადგან ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics