09:24 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 09:33:35, 1525 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე არ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ნაბიჯები წინ გადავდგით

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ტექსტზე შეთანხმება არ არის მიღწეული, თუმცა მისივე თქმით, ნაბიჯები წინ გადაიდგა.

 „სამუშაო გრძელდება, იმიტომ რომ ჯერ ბოლომდე საერთო ტექსტზე არ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ნაბიჯები წინ გადავდგით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ ერთიანი დოკუმენტი იყოს შემუშავებული და მასში აისახოს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული აზრები.  დოკუმენტები არის საკმაოდ ვრცელი, მოიცავს როგორც შეფასებით ნაწილს, ისე ინსტრუმენტებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტები და შეფასებები იყოს თანხვედრაში. ამიტომ, ასე ერთ და ორ შეხვედრაზე ერთიანი ტექსტის შეთანხმება ბუნებრივია ძალიან ძნელია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics