|
2018-03-06 14:57:19, 2018 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს კაპიტალმა“ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების განათავსების შესახებ განაცხადა
BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მლნ დოლარის ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე. ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2018 წლის 9 მარტს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody's-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი. (R)
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)