|
2018-03-06 10:52:40, 1420 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი თავიდან ავიცილოთ
მთავრობას დღევანდელ სხდომაზე გვარის თაობაზე ცვლილებები დასამტკიცებლად წარედგინა. კანონპროექტით, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები მკაცრდება. ცვლილებები არ გულისხმობს გვარის შეცვლის საერთოდ აკრძალვას, არამედ, როგორც ცვლილების ინიციატორები ამბობენ, მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა, ზომიერად მკაცრი პოლიტიკით იცვლება. გვარის შეცვლის წესის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება. პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ყვერლაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩწერების რისკი თავიდან აიცილოს: დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს. სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც რამდენჯერმე სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)