06:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 17:13:32, 1894 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მექანიზმის აწყობა.  

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობისთვის და საერთო მიზნების მისაღწევად მზაობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა  ლონდა თოლორაიამ დამსწრე საზოგადოებას ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების  პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის გეგმების შესახებ ისაუბრა.

პრეზენტაციის შემდეგ  გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობისას აწყდებიან.

დისკუსიის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics