06:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 14:20:14, 2143 ნახვა

სამართალი
შსს-მ კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი (ტყვიავის) რაიონული განყოფილების  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.შ. ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სასურსათო მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში  მალულად  შეაღწია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს -  სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი  ნივთმტკიცებად ამოიღეს. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics