18:53 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 10:56:30, 2334 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოს განცხადებით,  ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  „ჯაველინის“  210 რაკეტას,  უკრაინა 47 მილიონ დოლარად შეისყიდის.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ კომპლექსის უკრაინისათვის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ისგან ანტისნაიპერულ კომპლექსებსაც მიიღებს, რადგან დონბასში ბევრი უკრაინელი სამხედრო სწორედ სნაიპერის იარაღით იღუპება.

„ეს დაგვეხმარება მსხვერპლთა რიცხვის შემცირებაში“, – აღნიშნა პოროშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics