|
2018-03-01 18:00:14, 1608 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: სტრუქტურული რეფორმის მიზანი მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიში გააცნო. ანგარიში დედაქალაქში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ცვლილებებს ეხება. საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს. „ჩემი მიზანია, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ თითოეული მიმართულების ანალიზით, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებით შეგვემუშავებინა და გაგვეტარებინა დედაქალაქის მერიის და მისი თითოეული სამსახურის პოლიტიკა და სტრატეგია. განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქეებზე ორიენტირებული მოქნილი მმართველობის განხორციელებაა. ასევე, დავიწყეთ და გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, რომელიც უკვე დასრულდა, თუმცა სსიპ-ებში, ა(ა)იპ-ებში და შპს-ებში მეორე ეტაპი იწყება, რომელიც ასევე, ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რეფორმის შედეგად, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნულ სამსახურში დედაქალაქის განვითარების პოლიტიკის შემუშავება მოხდება. „აღნიშნული სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქი უნდა განვავითაროთ, ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და ხარისხიანად. ასევე, გაძლიერდა გარემოს დაცვის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რათა „მწვანე ქალაქის“ კონცეფცია განვავითაროთ და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, განხორციელდა ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა. აღნიშნული მიმართულებით კი, დაახლოებით, 30 მლნ ლარი დაიხარჯება. „დღემდე, გარკვეული პროექტების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 10-20%-იანი თანადაფინანსებით. ეს ყველაფერი პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე ხდებოდა, რაც ჩვენ ავკრძალეთ. ამიერიდან, ჩვენი მხრიდან 100%-ით დაფინანსება მოხდება და ყველა პროექტზე ტენდერი გამოცხადდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)