|
2015-05-17 10:27:13, 391 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბონდო ოჩიგავამ, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და რიგითმა ჯარისკაცებმა აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში სისხლი გაიღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპერტამენტი რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში. აქციაში სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელმა და წვევამდელმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღნიშნულ აქციაში შსს-ს მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)