|
2015-05-17 10:22:47, 594 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა ახალციხის საჯარო სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტში „სამართლებრივი განათლების პროგრამა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ნონა გიქოშვილმა და თამთა გელაშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან - შორენა ხმალაძესა და ზაზა ნათენაძესთან ერთად, ახალციხის N1 და N5 საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაუტარეს. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ახალციხის სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივ პროექტ - „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება. შსს-ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის სპეციალურად არიან გადამზადებული. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ინტერაქტიულია და თამაშებს მოიცავს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მე-9 კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება. პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებში. 2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5, ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში ჩატარდა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)