07:41 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 22:23:02, 1559 ნახვა

კომენტარი
ბოკერია შს მინისტრს: როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბორჯომის საკრებულოს წევრებს, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?!

„მინდა მივმართო ახალ შს მინისტრს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?!“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს დემოკრატიის კრიზისია, ესაა ქართული ოცნების სახე. არჩევნები წააგეს ბორჯომის საკრებულოში და ამას პასუხობენ დაუფარავი და უტიფარი ძალადობითმაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატებაზე არ თანხმდება საკრებულო, რომელმაც დემოკრატიულად მოუგო მათ არჩევნები ყველა მეთოდის მიუხედავად, რომელიც ოცნებამ გამოიყენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შს მინისტრს, რომელმაც ბევრი ისაუბრა კანონის უზენაესობაზე. როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია?! ყოველთვის, როდესაც პრემიერ მინისტრის და ივანიშვილის ხელისუფლების სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი - სადაც არჩევნები წააგეს, მოსყიდვის მიუხედავად, იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, რის გამოც საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო.  მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics