|
2018-02-28 19:39:26, 1800 ნახვა
სამართალი
პროკურატურის ცნობით, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების გადაცემაზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მთავარი საგამოძიებო უწყება ავრცელებს. „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას და მათ შორის დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კიდევ ერთხელ ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2017 წლის 23 მაისს დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება მყისიერად გამოქვეყნდა მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაშუქდა მედიასაშუალებებით. (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1237) (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1234) გამოძიების ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციაში მითითებული საკითხების, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამჟამად ნაკვეთზე გადის მუნიციპალური გზა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული ორი მიწის ნაკვეთის, გაცვლის ფორმით პრივატიზებისა და 2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, შპს ,,ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის" ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების კანონიერების შესწავლა. ამჟამად სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარეობს როგორც საგამოძიებო, ისე საპროცესო მოქმედებები. შესაბამისისაექსპერტო შეფასების მიზნით, გამოძიების მიმდინარეობაში ჩართულია საქართველოს პროკურატურის მრჩეველთასაერთაშორისო ჯგუფი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1254, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებით. გამოძიების შედეგის შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)