|
2018-02-28 14:44:39, 1818 ნახვა
ეკონომიკა
33 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად - „სტარტაპერი“ ერთი წლის შედეგებს აჯამებს
33 მილიონი ლარი დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად და პროგრამის მონაწილე 12 000 სტარტაპი - ასეთია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" ერთწლიანი საქმიანობის შედეგები. პროგრამა, რომელიც თიბისი ბანკმა ზუსტად ერთი წლის წინ დამწყები კომპანიების მხარდასაჭერად წამოიწყო, დღეს უკვე 12 000, სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. თიბისი იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც სტარტაპერებს სტარტაპსესხი და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური პროდუქტები შესთავაზა. ერთი წლის განმავლობაში, „სტარტაპერის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს 500-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მედიასა და სოციალურ ქსელში კი სტარტაპებზე 200-ზე მეტი სტატია, ბლოგი, სატელევიზიო რეპორტაჟი, ვიდეო, გიფი... მომზადდა. დღეს პროგრამა „სტარტაპერი" 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: საბანკო პროდუქტები, სტარტაპშეთავაზებები, სტარტაპგანათლება, მედიამხარდაჭერა. შეთავაზებული ფინანსური და არაფინანსური სერვისებით დამწყები კომპანიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორში მიაღწიეს წარმატებას. მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა. პროგრამას ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ახალი პროდუქტი - სტარტაპ-აგროსესხი და სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის დაემატა და სტარტაპერებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებითაც მიეცათ განვითარების შესაძლებლობა. სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა" შექმნა სპეციალური სტარტაპპროდუქტები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. „სტარტაპერს" 1 წლის განმავლობაში შემოუერთდნენ „სოკარი", „ჯეოსელი", „სიქლნეტი" და „თიბისი დაზღვევა". პარტნირობა უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ კომპანიასთან იგეგმება. პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შესახებ.
(R)
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)