08:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 14:41:09, 1646 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: 1-ლი მაისიდან საქართველო თამბაქოს კვამლისგან უნდა გათავისუფლდეს

 თბილისის პარლამენტში "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო კამპანიის ძირითადი  გზავნილია. მან ცვლილებების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

"1 მაისიდან იწყება კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელივანი ნორმის დანერგვა.კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა.  თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი.უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან პირველი მაისიდან.ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება.

ამოცანაა,  რომ მოქალაქეებს ავუხსნათ, მოვამზადოთ, რომ 1- ლი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისთვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 000 კვ კილომეტრი.მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული  ისევ და ისევ მათ საკეთილდღეოდ.შემდეგი 15 წლის განმავლობაში ამ ცვლილების დანერგვით გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს 10 წლით ადრე სიკვდილისგან და დავზოგავთ სამ მილიარდ ნახევარ ლარს იმ ხარჯების არგაღებით, რომლებიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს და პროდუქტიულობის დაცემას მოაქვს",-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან  თამბქოს მოწევა  აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება  ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics