18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 19:07:11, 395 ნახვა

პოლიტიკა
დავით მესხიშვილი: დღეს შექმნილ საცობებზე პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს

ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვა კატეგორიულად მიღებელია, - ამის შესახებ ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განაცხადა.

როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, გზებზე არსებული შეძღუდვების გამო, სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ უნდა აიღოს.

„კატეგორიულად მიღებელია ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვა. ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო ველორბოლის არ გვაქ, თუმცა მისი ჩატარება შესაძლებელი იყო არა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას. ამ საგზაო უძრაობამ, გამოიწვია ის, რომ ვერ ხერხდებოდა დღის განმავლობაში სასწრაფო-სახანძრო სამაშველო სამსახურების მიერ გადაადგილება, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თბილისის მერიამ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. მოსახლეობას უნდა მიეღო უნფორმაცია აღნიშნული საგზაო უძრაობის შესახებ“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში დიღომში საავადმყოფოებთან მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო. კლინიკებში მიმავალი მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები საცობში იდგნენ. გადაკეტილი იყო ქალაქის შემოსასვლელიც. შეზღუდვები გარკვეულ მონაკვეთებზე ამ დრომდე არ არის მოხსნილი. დავით აღმაშენებლის გამზირი და მასთან მისასვლელი ყველა ქუჩა დღეს  ველორბოლისთვის დაბლოკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics