|
2018-02-26 12:19:34, 1399 ნახვა
კომენტარი
ბარამიძე: გვარის თაობაზე ცვლილებები სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი
იუსტიციის მინისტირის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ვარაუდობს, რომ გვარის თაობაზე ცვლილება დასამტკიცებლად მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის განხილვას შეუდგება. ბარამიძე განმარტავს, რომ ცვლილებები არ გულისხმობს გვარის შეცვლის საერთოდ აკრძალვას, არამედ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ზომიერად მკაცრი პოლიტიკით იცვლება. „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შეშფოთებით უყურებდნენ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. აგრეთვე იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. გაისმა გარკვეული მოწოდებები იმის თაობაზე, ხომ არ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი მოგვეპოვებინა. ცხადია ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მთელი ქვეყანა მსხვერპლი გახდება გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილების შემუშავება დაგვჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არასდროს არავის შეეძლება, უბრალოდ ამ კუთხით მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ზომიერად მკაცრი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს. მაგალითად იმით, რომ არ შეიძლება პირმა შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის დევნილია სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმ ქვეყანაში ან შეიძლება სხვა ქვეყანაში, მაგრამ ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე პირს დასჭირდება აუცილებლად თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს კვლავაც ექნება უფლება საკონსულოში შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და დაასაბუთოს, რაში და რატომ დასჭირდა მას გვარის შეცვლა. ამგვარი პროცედურების გართულებით, ვფიქრობ, ის მეტისმეტად ლიბერალური რეჟიმი, რაც შეშფოთების ერთ-ერთი საგანი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგებისა, უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)