|
2018-02-24 11:29:28, 1914 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი: არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო, - ამის შესახებ ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს, ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადასცენ. როგორც ნინო ლომჯარია თავის განცხადებაში განმარტავს, ტატუნაშვილის ცხედარს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა. იმბუდსმენი ასევე მიმართავს საოკუპაციო ძალებს და მოუწოდებს საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით ითანამშრომლონ. "სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან). მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. დაკავებულები გადაჰყავთ ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მათ ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებენ. ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი", - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)