|
2015-05-15 21:46:38, 706 ნახვა
საზოგადოება
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 6 წლის გახდა
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 6 წლის გახდა. იუბილეზე სააგენტო კვიპაროსის ხეებს დარგავს. პეტრიწის ქუჩის დასაწყისში, "ექსპრესნიუსის" სახელზე ათობით ხე დაირგვება. დღეს სააგენტო ქვეყანაში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მედია საშუალებები. "ექსპრესნიუსის" მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს. ახალი ამბების სააგენტო დაარსდა 2009 წელს, “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. შეიმუშავა ქცევის სტანდარტები. მოგვიანებით შეუერთდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”. „ექსპრესნიუსი“ 6 წელია ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო პოპულარულ და სანდო მედია საშუალებად რჩება. სხვადასხვა გამოკითხვებში სააგენტოებს შორის მას ერთ–ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)