03:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:58:54, 1881 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ოპოზიციის შიგნით დღეს ერთმანეთის მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება დავინახეთ

საპარლაამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სახეზეა ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მიმართ არაკონსტრუქციული დამოკიდებულება.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრებმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრეს  ბევრად მეტი სხვა თემებზე, ვიდრე მუხთარლის საქმეზე, რომლის ირგვლივ სამსჯელოდაც დღეს პარლამენტი შეიკრიბა:

„თვალში საცემია, რომ ოპიზციის შიგნით დღეს ჩვენ დავინახეთ საკმაოდ არაკონტრუქციული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ თავის გამოსვლაში უფრო მეტი ისაუბრა სხვა საკითხების გარშემო,  ვიდრე იმ საკითხზე,  რაზე მსჯელობისთვისაც შევიკრიბეთ. ყველა გამოსვლაში ამ საგამოძიებო კომისიის გარდა ისაუბრეს ყველაფერზე.სამწუხაროა, რომ ოპოზიცის შიგნით ვხედავთ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც ერთ მიზანთან არსებობს ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციები“,-განაცხადა თალაკვაძემ და აქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, გამოძიება  მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა რესურსს,  რათა მუხთარლის საქმეზე არსებულ კითხვებს მოკლე დროში პასუხი გაეცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics