03:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:18:03, 1372 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მუხთარლის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული. თალაკვაძე ამ კუთხით „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას  გამოსვლას მიესალმა.

თუმცა, თალაკვაძემ ხოშტარიას  გამოსვლის ის ნაწილი არ მოიწონა, სადაც ამბობს, რომ აფგან მუხთარლიმ გატაცებისას  სამი მანქანა გამოიცვალა და რომ ჩანაწერები წაშალეს. თალაკვაძე დაინტერესდა, ელენე ხოშტარიას აღნიშნულის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, თუ ეს მისი გამოსვლის რიტორიკული ნაწილი იყო:

„მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდ იყოს განხილული თუ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე ვსაიბობთ. სამწუხაროდ, იყო ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები და მცდელობა, რომ ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო.მისველსამები თქვენს გამოსვლასი იმ ხაზსს, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი პირველ რიგში, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვეს. თქვენს გამოსვლაში მტკიცებით ფორმაში თქვით, მანქანიდან მანქანაში გადასვეს, სამჯერ და ასევე  მტკიცებით ფორმაში თქვით, რომ ჩანაწერები წაშალეს, მაინტერესებს ამაზე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რომ ეს მოხდა, თუ ეს თქვენი გამოსვლის რიტორიკული ნაწილი იყო.რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ამ საკითხებზე, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემქნას ითხოვთ, უკვე მტკიცებით ფორმაში უნდა დავიწყოთ საუაბრი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics