|
2018-02-23 14:09:10, 1290 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია მუხთარლის საქმეზე: დადგა დრო, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს კონტროლი
„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი საკითხი მათ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს. ელენე ხოშტარიას თქმით, მუხთარლის გატაცებიდან 8 თვის თავზე, სახელმწიფომ მომხდარის არანაირი ვერსია არ დადო, შესაბამისად, დადგა დრო, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და კონტროლი განახორციელოს. „მუხთარლი და მისი ოჯახი დაზარალებული არ არის. მაქვს ეჭვი, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ საქმის მასალებთან არ მოხდეს წვდომა. იმ მსხვერპლია, თუმცა ჩვენი სამართალდამცავი სისტემა იძახის, რომ ამ საქმეში არ არის მსხერპლი. 8 თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, დაზარლებული არ არის ცნობილი, ჩვენ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ. გვაქვს ერთი ისტორია, რომელსაც ჰყვება აფგან მუხთარლი და სხვა ვერსია ჩვენ არ ვიცით. სახელმწიფომ სხვა ვერსია არანაირი არ შემოგვთავაზა. ჩნდება კითხვები საერთაშორისომასშტაბით, საქართველოში და გვიჩნდება კითხვები ჩვენ. ვინაიდან მთავრობამ არ შემოგვთავაზა არანაირი ვერსია, ჩვენ პარლამენტმა ავიღოთ პასუხიმგებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და მოვითხოვოთ პასუხები. ერთხელ მოხდეს, რომ საპარლამენტო სახელმწიფოში წითელი ხაზები დავუწესოთ ყველას- ამ მთავრობსაც მომდევნო მთავრობასაც. პარლამენტის და ქვეყნის საერთო ინტერესია, რომ ჩვენ ეს კომისია შევქნათ. დადგა დრო, პარლამენტმა განახორციელოს კონტროლი და შევქნათ საგამოძიებო კომისია“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)