|
2018-02-23 14:06:36, 2945 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს
დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, თუ უნდა რომ კრემლის მზარდი ზეგავლენა შეაკავოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილმა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის ანტისატანკო მოწყობილობების გადაცემისთვის შეაქო. თუმცა, პუტინის გარემოცვისთვის სანქციების გამკრაცებისკენ მოუწოდა. „პუტინს ამერიკა ძულს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მისი პრეზიდენტი. პუტინისთის ამერიკის კარგი პრეზიდენტი, სუსტი პრეზიდენტია“,- აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ტრამპი პრეზიდენტობის სწორ გზას ადგას. „დონალდ ტრამპი ბევერ საკითხში სწორ გზაზე დგას. ის აძლიერებს ამერიკულ შეიარაღებას და ჯარს, რადგან პუტინს მხოლოდ ძალადობის ენა ესმის. თუმცა, აშშ-მ ასევე უნდა განაგრძოს მკაცრი პოზიციის გამოხატვა დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ვინაიდან ეს თემები უსაფრთხოებას უკავშირდება”, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ პუტინის გავლენა მსოფლიოზე იზრდება. „პუტინი მედიას აკონტროლებს, მის ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, ვერავინ ვერ შეეხო მას, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს აშშ-ის არჩევნებზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)