|
2018-02-22 19:39:43, 2401 ნახვა
ეკონომიკა
ზვიად ქვლივიძე: „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს ქართული ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს ქართული ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობას, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქვლივიძემ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც „აწარმოე საქართველოში“ ქართულ ბიზნესს ეხმარება. „დღევანდელი დღე ეძღვნება ქართული ბიზნესის გაფართოებასა და ახალი საწარმოს გახსნას. აქამდე „აჭარა ტექსტილს“ ჰქონდა ორი საწარმო აჭარაში. დღეს ფოთში გაიხსნა ახალი საწარმო, სადაც კომპანია დაასაქმებს 3 ათას ადამიანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კომპანია 100 პროცენტით მუშაობს ექსპორტზე და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და რომელსაც დაემატა New Balance და Under Armour“, - აღნიშნა ზვიად ქვლივიძემ. “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია, საწარმოს ასაშენებლად გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ჯამში 2 284 000 ლარს შეადგენს და 40777.00 კვ.მ-ია. (NS)
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)