|
2018-02-21 17:22:11, 1481 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი ოდიშარიას: თუ ბიბლიურ ურჩხულს გულისხმობთ, მოხარული ვარ, რომ რომან გოცირიძე ასეთ ძლევამოსილ ოპონენტად მიგაჩნიათ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ამ სახით მიღების შემთხვევაში, საქართველოში მედიაპლურალიზმს საფრთხე შეექმნება. სამადაშვილის შეფასებით, ქვეყანა შევა ჩიხშია, საიდან გამოსასვლელადაც დიდი დრო დასჭირდება. „მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ოდიშარიას შეფასებებს, როდესაც ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს ლევიათანად მოიხსენიებს.მაინტერესებს, ვის გულისხმობს ბატონი ბექა, თუ გულისხმობს ბიბლიურ ურჩხულს, მოხარული ვარ, რომ ასე ძლევამოსილ ოპონენტად მიაჩნია ბატონი რომანი. თუ გულისხმობს ტომას ჰობსის ცნობილ პოლიტიკურ ტექსტს ლევიათანს, ეტყობა წაკითხული აქვს და შესაბამისად გამოვიყენებ სწორედ ამ ტექსტს იმისთვის, რომ ავხსნა, რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ აქ, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ფაქტობრივად დაძლიოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მოტივირებული შენიშვნები. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იმისთვის, რომ სახელმწიფომ ლეგიტიმურად განახორციელოს ძალაუფლება, მათ შორის გადასახადების გადნაწილების სახით, მისთვის მას სჭირდება სწორედ სოციალური კონტრაქტი საზოგადოებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, რომელსაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ვაფინანსებთ 50 მილიონით, თუ მეტით წელიწადში, ის, რომ საზოგადოებას არ მიაჩნია, რომ ეს ფული სწორად ნაწილდება, არის უკვე გაცხადებული იმით, რომ ამ ტელევიზიას სამწუხაროდ მაყურებელი არ ჰყავს. ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციას ვუქმნით ტელევიზიას, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს, სრული და კარგი დაფინანსების პირობებშიც კი იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ხარისხი მაუწყებლობის, როდესაც დამატებითი შემოსავლის წყაროებს ვუჩენთ სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიების ხარჯზე. ბატონო ბექა, ვფიქრობ, თქვენ როდესაც ლევიათანზე საუბრობდით, ალბათ, არც ტომას ჰობსი გაგხსენებიათ და არც ბიბლია, შეიძლება ანდრეი ზვიაგინცევის ცნობილი ფილმი გაქვთ ნანახი და გახსოვთ საზოგადეობა. უსამართლო საზოგადოება, რომელსაც ადამიანი უპირისპირდება ამ ფილმში და დიახ, სწორედ ასეთი საზოგადოების შექმნას უჭერთ თქვენ მხარს ამ პარლამენტში, როდესაც მორიგ ჯერზე ილაშქრებთ დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)