12:22 - 27 May, 2026
|
2018-02-21 17:12:05, 1625 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე სარფის საბაჟოს რეკონსტრუქციის დროული დასრულების საკითხი დააყენა
თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს აჰმეთ არსლანს შეხვდა, რომლის დროსაც ქართველი საავტომობილო გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის დროული დასრულების და თურქეთის მხრიდან მისი გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხი დააყენა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები 2017 წელს დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, განხილულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას. (NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)