|
2018-02-20 16:16:49, 2354 ნახვა
მსოფლიო
WHO: ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა, - ამის შესახებ BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, 2016 წელს, რეკორდული მინიმუმის - 5273 შემთხვევის შემდეგ, ამჟამინდელი მდგომარეობა შეიძლება ტრაგედიად შეფასდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს დაავადების შემთხვევები 400%-ით გაიზარდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სულ 20 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 35 შემთხვევაში შედეგიფეტალური აღმოჩნდა. ევროპის 15 ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში წითელას შემთხვევები გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტი შემთხვევა რუმინეთში (5,562), იტალიასა (5,006) და უკრაინაში (4,767) დაფიქსირდა. WHO -ში განმარტავენ, რომ წითელას გავრცელების შემთხვევების გაზრდა გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანები ვაქცინაციას თავს არიდებენ. ცნობისთვის, 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში წითელას ვირუსის 278 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით დაავადების მატება ფიქსირდება და ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)