|
2018-02-19 15:19:07, 1669 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ, თუ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დადებს
„აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აფგან მუხთარლის დაკითხვა შეუძლებელია, გამოძიების პროცესში პროკურატურას გარკვეული სირთულეები აქვს. „თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვები ძალიან ხშირად ისმება, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ბუნებრივია, ჩვენთვის არის, მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს ბოლომდე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ვიცით, რომ მოთხოვნა იყო, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადასულიყო, რაც გაკეთდა და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, მივცეთ დამატებით დრო პროკურატურას იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. პროკურატურას აქვს, ბუნებრივია, თავისი სირთულეები ამ საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელია მუხთარლის დაკითხვა, გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს, ბუნებრივია, საქმის გამოძიებას. ჩვენ შეგვიძლია, ჯერჯერობით, პროკურატურას მივცეთ დრო იმისთვის, რომ დამატებით გამოიძიოს საქმე. თუმცა, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს დღის წესრიგიდან, ზოგადად, მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)